ქუთაისში მცხოვრებმა 20-მა დევნილმა შეიცარიის მთავრობის მიერ აშენებულ სახლებში საცხოვრებელი ფართები მიიღო. დევნილებს ბინის გასაღები მინისტრმა კობა სუბელიანმა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშროლობის სააგენტოს რეგიონულ დირექტორთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გადასცა.
მსგავსი სახლები საქართველოს 5 ქალაქში აშენდა. თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორსა და ქუთაისში. სულ აშენებულია 80 ბინიანი 10 სოციალური სახლი. როგორც ახალ ბინებში შესახლებულები აცხადებენ, საკმაოდ კომფორტულად არიან: „მადლობის მეტი გა გვეთქმის, ხედავთ, როგორი ბინები მოგვცეს. ავეჯიც გვაქს, სველი წერილიც, სამზარეულოც და საძინებელიც. ამას თავად ვერასდროს გავწდებოდით."
ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანი თქმით, უახლოესი 2 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი ყველა დევნილს ექნება: „ამჯერად ქუთაისშ საცხოვრებელი ფართებით 14 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. მსგავსი პროექტები და რეგიონებში დევილთა განსახლება გრძელდება. ჩვენი მიზანია, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ყველა ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული იყოს. ამ პირობას უახლოესი 2 წლის განმავლობაში აუცილებლად შევასრულებთ."
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშროლობის სააგენტოს რეგიონულმა
დირექტორმა დერეკ მიულერმა კი აღნიშნა, რომ მათი ინტერესი დევნილთა პირობების გაუმჯობესებაა: „ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვენეოვან დღეს დავესწარი და დევნილიებს გასაღები თავად გადავეცი. ეს ის ხალხია, რომელსაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ბინები მათთვის ახალი ცხოვრების საწინდარი იქნება. მათი მდგომარეობა სერიოზულად გაუმჯობესდება. ჩვენი ინტერესიც სწორედ ეს არის."
მსგავსი სახლების ოფიციალური გახსნა ხვალ თბილისში იგიგმება. ხვალ ახალ ბინაში 45 დევნილი შესახლდება.