საჩხერის რაიონის სოფელ სავანის მოსახლეობა დღეს აქციის გამართვას გეგმავს. სოფელი სასმელი წყლის უქონლობას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სავანე ამ რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მილები, რომლითაც სხვა სოფლებს წყალი უნდა მიაწოდონ, სავანეზე გადის, ამ სოფლის მაცხოვრებლების პრობლემის მიგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება არ აპირებს.
ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე დღეს დილით სოფელ სავანეში გაემგზავრნენ, რათა ადგილზე გაეცნონ პრობლემას და მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დაეხმარონ. არ არის გამორიცხული, „ფორუმის" ლიდერებმა პრობლემის გასარკვევად ადგილობრივ ხელისუფლებას მიაკითხონ, რათა მისგან მიიღონ პასუხები, თუ როგორ მოგვარდება სავანის მაცხოვრებელთა პრობლემა.