დღეს, 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, გორის რძის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დელეგაცია ეწვევა. სტუმრები საწარმოს მუშაობას გაეცნობიან.
გორის უნივერსიტეტს კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ჯეიმ მაკგოლდრიკთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პერ ეკლუნდთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ეწვევა.
რძის გადამამუშავებელი საწარმო 4 თვის წინ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გაიხსნა. იგი ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება, ხოლო გორის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების კურსების სტუდენტებისთვის პრაქტიკულ სასწავლებელს წარმოადგენს.