დღეს, 23 სექტემბერს, ბათუმში საქველმოქმედო ფონდ "ცის ხიდისა" და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "ოქროს ხიდის" პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოში ახალი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ოქროს ხიდი" დაარსდა. ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ევგენიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფესტივალის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათთვის გრანტების გამოყოფის უზრუნველოყოფა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ევგენიძემ საქველმოქმედო ფონდი "ცის ხიდი" დააარსა, რომელსაც თავისი წარმომადგენლები საზღვარგარეთის ქვეყნებშიც ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და ესპანეთში.
"ფონდისა და ფესტივალის პრეზენტაცია 23 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. ბრაზილიიდან ჩამოსულ დელეგაციას და "MთV"-ის წარმომადგნლებსაც ველოდებით. ჩვენი ფესტივალით 25 ქვეყანა უკვე დაინტერესდა. ფესტივალის ტურები ანაკლიასა და განმუხურში გაიმართება", - აღნიშნა მუსიკოსმა.
მისი თქმით, ფესტივალისთვის ჰიმნი დაიწერა და მისი პრეზენტაციაც 23 სექტემბერს მოეწყობა. ფესტივალში გამარჯვებულისთვის კი 20 000 ევრო დაწესდება.
მუსიკოსმა სამომავლო გეგმებზედაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპირებს საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემას. ოქტომბერში კი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სუხიშვილების, ევგენიძისა და ტიმატის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.