ხვალ, 23 სექტემბერს, 13:00 საათზე, გორის რძის გადამამუშავებელ საწარმოს საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დელეგაცია ეწვევა. სტუმრები საწარმოს მუშაობას გაეცნობიან და თანამშრომლებსა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრებიან.
რძის გადამამუშავებელი საწარმო 4 თვის წინ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გაიხსნა. იგი ადგილობრივ ფერმერებს ემსახურება, ხოლო გორის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების კურსების სტუდენტებისთვის პრაქტიკულ სასწავლებელს წარმოადგენს.