რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი ეჭვობს, რომ რუსეთის ვმო-ში 2011 წლამდე გაწევრიანდეს. ამ გზით პუტინი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თხოვნას გამოეხმაურა, რომელიც ავტომანქანების სამრეწველო აწყობის ახალ რეჟიმთან დაკავშირებული ხელშეკრულებების სასწრაფოდ გაფორმებას ითხოვს, რაც ვმო-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
"ჩვენ ძალიან გვინდა ვმო-ს წევრობა და ამ მიმართულებით მუშაობას გავარგძელებთ, უმჯობესია არ გავაჭიანუროთ ახალ პირობებთან და ლოკალიზაციასთან დაკავშირებული სახითხები. არ მგონია, რომ ეს 2011 წლის 1 იანვარს მოხდება, თუმცა ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ" განაცხადა პუტინმა.