ყოველი მეორე გერმანელი ინტერნეტში იტყუება. ამის შესახებ გაზეთ "Rheinische Post"-ში გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი.
მსოფლიოს 14 ქვეყანაში 7 ათასი ინტერნეტმომხმარებლის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ინტერნეტში მიზანმიმართულად ტყუილს ყველაზე ხშირად გერმანელები ამბობენ.
გამოკითხული გერმანელების 53 პროცენტმა აღიარა, რომ საკუთარ თავზე არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს. სხვა ქვეყნებში ეს მონაცემები 33 პროცენტის დონეზეა.