რუსეთმა და დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ მომავალი ენერგოუსაფრთხოების სისტემები. ამის შესახებ საბერძნეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ იანის მანიატისმა განაცხადა.
"აუცილებელია სიცოცხლისუნარიანი თანამშრომლობა რუსეთსა და დასავლეთს შორის და ფუნქციონალური კომპრომისის მიღწევა, რომელიც მიგვიყვანდა უფრო უკეთესი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარემოს შექმნასთან" - განაცხადა მანიატისმა ათენში სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკის ინსტიტუტეს მიერ ორგანიებულ კონფერენციაზე.
მისი თქმით, საბერძნეთი მიისწრაფვის იმისკენ, რომ ამ საკითხში უფრო დინამიური როლი ითამაშოს.
"ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საბერძნეთმა მიიღოს ენერგიული მონაწილეობა ენერგეტიკულ საკითხებში" - განაცხადა მინისტრიეს მოადგილემ და დასძინა, _ საბერნეთს არ აქვს ენერგეტიკული უსაფრთხოების პობლემები. ეს არის ღია ბაზარი მიმწოდებლებისთვის, ღია ტერიტორია მილსადენებისათვის და საბერძნეთი უნდა გახდეს რეალიზცაიის კვანძი და არა მხოლოდ ენერგიის ტრანსპორტირების ადგილი.