თელავში ლიფტების რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაო ალზნის გამზირის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მიმდინარეობს. ლიფტების აღდგენა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 100 000 ლარით ფინანსდება. სრული რეაბილიტაცია სულ 14 ლიფტს ჩაუტარდება. სამუშაო ორ თვეში დასრულდება.
ლიფტების აღდგენა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 100 000 ლარით ფინანსდება.
"დაახლოებით ოცი წელია ლიფტები აღარ მუშაობს. სამუშაოს დასრულების შემდეგ 1400 ადამიანის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება," - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა.