ირანში, სამხედრო აღლუმის დროს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ამის შესახებ ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
ინციდნტი ქვეყნის ჩრდილეოთ - დასავლეთ შტატში მდებარე ქალაქ მეჰაბადში მოხდა. არსბული ინფორმაციით, აფეთქება იმ ადგილზე მოხდა, საიდანაც მშვიდობიანი მოსახლეობა აღლუმს უყურებდა. შედეგად: დაღუპულებს შორის უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.
ცნობისათვის, ამ დღეს ირანის არმია ერაყთან ომის დაწყების 30 წლისთავს აღნიშნავდა. სამხედრო აღლუმები ქვეყნის რამდენიმე შტატში გაიმართა.
მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასდა. მიმდინარეობს გამოძიება.