რუსეთის ფედერაცია ირანს " შ-300" ტიპის სარაკეტო კომპლექსებს აღარ მიაწვდის. ეს განცხადება დღეს რუსეთის გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა.
მანვე განმარტა, რომ აღნიშნული კომპლექსების მიწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დარღვევა იქნებოდა და ამიტომაც მიღებული გადაწყვეტილება ირანს აღნიშნული ტიპის კომპლექსი ირანს არ მიეწოდოს.
"მიღებული გადაწყვეტილება ირანს " შ-300" არ მიეწოდოს. ისინი რა თქმა უნდა ხვდებიან სანქციის ქვეშ. ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ირანისათვის ამ მიწოდებების შეწყვეტის შესახებ", _ განაცხადა მაკაროვმა, თუმცა პასუხი არ გასცა კითხვას გაწყვეტს თუ არა რუსეთი ირანთან აღიშნული მიწოდებების შესახებ გაფორმებულ კონტრაქტს.
"ვნახოთ, ეს ირანის საქციელზე იქნება დამოკიდებული", _ აცხადებს მაკაროვი.