კავკასიის ემირმა დოკუ უმაროვმა რამდენიმე საველე მეთაურებს ჩინები ჩამოართვა. უმაროვი მათ ბრალს მებრძოლთა რიგებში განხეთქილების შეტანაში სდებს და მიიჩნევს, რომ საველე მეთაურები ასლამბეკ ვადალოვი, ჰუსეინ აკალოვი და ტარხან ვაზიევი ამისთვის შარიათის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.
აღსანიშნავია, რომ დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ახმედ ზაკევმა უმაროვი "ფე-ეს-ბესთან" თანამშრომლობაში დაადანაშულა და აღნიშნა, რომ "უმაროვი "ფე-ეს-ბეს" პროექტია, რომელმაც ჩეჩნეთში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაასამარა".