ნიუ იორკს ბაღლინჯოები სისხლს წოვენ. ამ დღეებში მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისში NIKE-ს მთავარი აღაზია დაიხურა. NIKE Tawn -ი მისი თანამშრომლების მრავალრიცხოვანი საყვედურების საფუძველზე დახურეს.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება კლიენტების უსაფრთხოებისთვის მიღებულ იქნა და ამჟამად კომპანიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ რათა არსებულ სიტუაციას გაუმკლავდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ NIKE პარაზიტების პირველი მსხვერპლი არ არის.
აგვისტოში ბაღლინჯოების შეტევის საფუძველზე კომპანია გუგლის ოფისი დაიხურა, ასევე დაიხურა ტანსაცმლის რამდენიმე მაღაზია, რომელიც მანჰეტენზეა განლაგებული. მათ შორის Empire State Building -ი ბროდვეიზე.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ნიუ-იორკი ამჟამად აღიარებულია ქალაქად, სადაც აშშ-ში ყველაზე მეტი რაოდენობის ბაღლინჯოა.
მეცნიერები აღნიშნულ გარემოებას საერთაშორისო ავიაგადაზიდვების ზრდით ხსნიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ბაღლინჯოებს თანამედროვე პესტიციდების მიმართ აქვთ იმუნიტეტი გამომუშავებული. ბაღლინჯოები როგორც წესი ადამიანის ტანსაცმელში, რბილ ავეჯში და ლეიბებში ცხოვრობენ. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში კი სისხლით იკვებებიან.
მათი განადგურება უკიდურესად რთულია, რადგან წლების განმავლობაში შეუძლიათ კვების გარეშე არსებობა.