Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ დააფიქსიროს მხარდაჭერა „თბილისი პრაიდის” მარშის მიმართ, ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და თავდასხმის გეგმები და, ასევე, დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური, ეფექტური ზომები ძალადობის აქტების შესაჩერებლად.
Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის თავდასხმებისგან დასაცავად.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, ჰომოფობიური ჯგუფების უპრეცენტენდოთ მაღალი ძალადობის შემცველი მუქარების ფონზე.
ჰომოფობიური ჯგუფი მართულია ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც თავის მხრივ მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ეს ჯგუფი თბილისი პრაიდის მსვლელობის შესაჩერებლად ძალადობრივ კონტრ-დემონსტრაციას გეგმავს“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები უზრუნველყოფენ გამოხატვის თავისუფლებას დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის თავდასხმებისგან დასაცავად.
„Amnesty International“-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საჯაროდ დააფიქსიროს მხარდაჭერა „თბილისი პრაიდის” მარშის მიმართ, ეფექტურად გამოიძიოს მუქარა და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღოს რეალური და ეფექტური ზომები ძალადობის აქტების შესაჩერებლად.
„Amnesty International“-ის მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება „თბილისი პრაიდის“ მსვლელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.