ტაიფუნმა ფანაპიმ ჩინეთში 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამხრეთ ჩინეთში დატრიალებულ ტრაგედიას 13 ადამიანის სიკვდილის გარდა, 34 ადამიანის დაკარგვაც მოყვა.
ტაიფუნმა პირველი ზარალი გუანდგონგის სანაპიროს მიაყენა ორშაბათს, მომდევნო დღეს მან ტაივანს დაარტყა, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი ტარვმირებული დარჩა.
მეტეოროლოგისტების განცხადებით, ფანაპის მსგავსი დარტყმა ჩინეთში წელს არც ერთ ტაიფუნს ჰქონია.
მათი თქმით, ფანაპის სიჩქარე საათში 10 კილომეტრს შეადგენდა.