მიცკევიჩის ქუჩაზე სილამაზის სალონ "ნ.ჟ." -ის მეპატრონეს, 40 წლამდე ასაკის ნინო ჟორჟოლიანს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველების განცხადებით, სროლა მაყუჩიანი იარაღიდან განხორციელდა.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას შესაბამისი ოპერაცია უტარდება.
თვითმხილველების განცხადებით, სილამაზის სალონის მეპატრონეს მაშინ ესროლეს, როდესაც იგი სალონში თავს იწესრიგებდა. არსებული ინფორმაციით, მაყუჩიანი იარაღიდან ორი გასროლა განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა უშუალოდ ნინო ჟორჟოლიანზე განხორციელდა და არა სილამაზის სალონზე.