პოლონეთში 1920 წელს დაღუპული წითელარმიელების ძეგლი შეურაცხყვეს. ადგილზე ასევე დატოვეს წარწერა, რომლის ადრესატი პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკია: _ "ბრონისლავ კომოროვსკი - ჩვენ არ გვიპატიებია ჯვრის მოსპობა და კატინი-2010". ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "ვიბოროჩნა" ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, ამ მეთოდით გამოხატეს თავისი პროტესტი ხის ჯვრის დამცველებმა, რომელის რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტის სასახლის წინ იდგა და შემდეგ იგი სასახლის შიდა ეზოში შეიტანეს.
აღნიშნული ძეგლი წითელარმიელების საფლავზე გასული წლის ზაფხულში დადგეს. გაზეთის ინფორმაციით, იგი რუსი და პოლონელი ხალხის შერიგების სიმბოლო უნდა ყოფილიყო.