ავღანეთის სამხრეთში მდებარე პროვინციაში, მცირე ზომის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. შედეგად ნატო-ს კოალიციური ჯარის ცხრა სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. ავიაკატასტროფის შედეგად, მხოლოდ ბორტზე მყოფი ორი ადამიანი - ნატო-ს ჯარისკაცი და ავღანეთის მოქალაქე გადარჩნენ.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი სამხედრო ოპოერაციას არ ასრულებდა. ამ ეტაპზე უცნობია ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები.
ცნობისათვის: მიმდინარე წელს, ავღანეთში ნატოს 529 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.