ბულგარეთში გრიპის ნაცონალური ეპიდემიის შესახებ გამოცხადდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად A/H1N1 გრიპის ვირუსით ყოველი ასიდან ორი ადამიანია დაავადებული.
სამინისტრო იძლევა რეკომნდაციას, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს მასობრივი ღონისიებების გამართვა. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ერთი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი. რაც შეეხება ბაგა ბაღებთან დაკავშირებულ საკითხს, აქ გადაწყევტილების მიღების უფელბა ადგილობრივ თვითმმართველობებს ენიჭებათ.
ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეიცვალა გეგმიური ოპერაციების გამართვის თარიღები და დროებით შეწყვიტეს მუშაობა ბავშვთა და ქალთა კონსულტაციებმა.
გრიპით დაავადებულთა მკვეთრი ზრდა აღინიშნება ბულგარეთის დედაქალაში.
ყველაზე მეტი დაავადებულთა შორის მოსწავლეები და 20-დან 60 წლამდე ადამიანები არიან.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ბოჟიდარ ნანიევის განცხადებით, სამინისტრო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ ქვეყნებთან.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან სიმშვიდე და დაარწმუნა ისინი, რომ სამედიცინო დახმარება ყველა დაავადებულს გაეწევა.