სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ მთავრობის კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც ქვეყნის ისტორიაში პირველად, წევრთა რაოდენობის ნახევარი ქალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალ მთავრობის წევრთა შორის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.
ვეტერანი ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსი პატრიცია დე ლილი, სამხრეთ აფრიკის მთავრობის კაბინეტში ინფრასტრუქტურის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს.
პრეზიდენტმა რამაფოსამ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც შეამცირა და 36-დან 28 გახადა.