ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში დაწინაურდა.
დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-16 ჩოგანია.
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის რეიტინგში მე-16 ადგილი მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე ის ამავე რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებდა.
რეიტინგში პირველ ადგილზე ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორე პოზიციას რაფაელ ნადალი იკავებს, მესამეზე როჯერ ფედერერია, მეოთხე პოზიციას დომინიკ ტიემი იკავებს, მეხუთე ადგილზე ალექსანდერ ზვერევია.