“მე მალე გადავდგები, მაგრამ ამ პოზიციაზე მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. მე მეორე ქალი პრემიერ-მინისტი ვარ, მაგრამ სავარაუდოდ, არა უკანასკნელი. უზარმაზარი პატივიცემისა და მოწიწებით, მადლიერი ვარ რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა იმ ქვეყნისთვის რომელიც მიყვარს“, - თქვა ტერეზა მეიმ სიტყვის დასასრულს და ემოცია ვერ შეიკავა.
შეგახენებთ, რომ ბრიტანეთის პრემერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგა. დოუნინგ სტრიტზე, მეიმ ემოციურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეცადა რეფერენდუმის შედეგები პირნათლად აღესრულებინა და "ამისთვის არაფერი დაუკლია“.
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016 წლის 13 ივლისიდან დღემდე იკავედა.სამწლიანი მმართველობის განმავლობაში, ტერეზა მეი ცდილობდა განეხორციელებინა დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, თუმცა წარუმატებლად. პარლამენტარებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და შედეგად ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება რამდენჯერმე ჩავარდა.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს შედგა. საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გამოკითხულთა 51,9%-მა ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა.
ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა რამდენიმესაათიანი დაძაბული დისკუსიის შემდეგ ბრექსიტიის ახალი თარიღი შეათანხმეს. ამრიგად ლონდონმა ევროკავშირთან გამოთხოვება 31 ოქტომბრამდე უნდა მოასწროს, წინააღმდგ შემთხვევაში ევროკავშირის დატოვება გარიგების გარეშე 1 ნოემბერს მოხდება.