ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა რამდენიმესაათიანი დაძაბული დისკუსიის შემდეგ ბრექსიტიის ახალი თარიღი შეათანხმეს. ამრიგად ლონდონმა ევროკავშირთან გამოთხოვება 31 ოქტომბრამდე უნდა მოასწროს, წინააღმდგ შემთხვევაში ევროკავშირის დატოვება გარიგების გარეშე 1 ნოემბერს მოხდება.
მაგრამ თუ აღნიშნულ თარიღამდე მხარეები შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენენ, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა ამ გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველ დღეს მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ 22 მაისამდე ბრიტანეთის პარლამენტი შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწევს და ბრიტანეთი ევროპარლამენტის არჩევნების დროს ისევ ევროკავშირში იქნება, მას არჩევნებში მონაწილეობა მოუწევს.
წინააღმდეგ შემთხვევაში გადავადება 31 მაისს დამთვარდება, ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გასვლა კი 1 ივნისს მოხდება.