დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკს წერილობით მიმართა და ბრექტისის 30 ივნისამდე გადადება სთხოვა.
დღეს არსებული შეთანხმებით მიხედვით, ბრიტანეთმა ევროგაერთიანება მიმდინარე წლის 12 აპრილს უნდა დატოვოს. ამავე დროს, ბრიტანელი პარლამენტი არ უჭერს შეთანხმების დოკუმენტს მხარს.
ტერეზა მეი ეცადა დაერწმუნებინა პარლამენტარები, რომ თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ ბრექსიტის შეთანხმების პროექტს, ქვეყანა შეძლებდა ევროგაერთიანების დატოვებას ევროპარლამენტის არჩევნების ჩატარებამდე, მიმდინარე წლის 23 მაისამდე.
ბრიტანეთის პრემიერმა დასძინა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ მოუწევთ ევროპარლამეტის არჩევნებში კანდიდატურების დაყენება.