ბრიტანეთის პრემერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"მას შემდეგ, რაც ამ კარში პრემიერ-მინისტრის როლში შევაბიჯე, მე ვოცნებობდი რომ დიდი ბრიტანეთი გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ყველასი იქნებოდა... მე როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს. ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებული მაქვს. ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყება",- განაცხადა მეიმ.
დოუნინგ სტრიტზე, მეიმ ემოციურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეცადა რეფერენდუმის შედეგები პირნათლად აღესრულებინა და "ამისთვის არაფერი დაუკლია".
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016 წლის 13 ივლისიდან დღემდე იკავედა.სამწლიანი მმართველობის განმავლობაში, ტერეზა მეი ცდილობდა განეხორციელებინა დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, თუმცა წარუმატებლად. პარლამენტარებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და შედეგად ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება რამდენჯერმე ჩავარდა.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს შედგა. საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გამოკითხულთა 51,9%-მა ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა.
ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა რამდენიმესაათიანი დაძაბული დისკუსიის შემდეგ ბრექსიტიის ახალი თარიღი შეათანხმეს. ამრიგად ლონდონმა ევროკავშირთან გამოთხოვება 31 ოქტომბრამდე უნდა მოასწროს, წინააღმდგ შემთხვევაში ევროკავშირის დატოვება გარიგების გარეშე 1 ნოემბერს მოხდება.