პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტი ამოქმედდება. ნაფიცი მსაჯული არ შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ძალოვან უწყებაში მომუშავე პირი, იურისტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და სასულიერო პირი. თავდაპირველად ნაფიცი მსაჯულები 109-ე მუხლით ბრალდებულების საქმეს განიხილავენ, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დღეს "პრაიმ ტაიმის" რესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა ისაუბრა. დევანდელ პრესკონფერენციას იუსტიციის მინისტრიეს მოადგილე გიორგი ვაშაძეც ესწრებოდა.
მეიშვილის განმარტებით, ერთი წლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება აღმოსავლეთ საქართველოში ჩადენილი ამ კატეგორიის დანაშაულის განმხილველი ორგანო, იმავე ფუნქციას დასავლეთ საქართველოში ქუთაისის საქალაქო სასამართლო შეასრულებს.
"საწყის სტადიაზე ეს ყველაფერი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილება ყველაზე მიუღებელი - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაული. ეს იქნება პილოტური პროცესი, ხოლო შემდგომ გაიზრდება დანაშაულთა კატეგორია, რომელსაც მსაჯულები განიხილავენ და დაემატება რეგიონული პროცესები", - აღნიშნა ზაზა მეიშვილმა.