სირიისთვის რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების "იახონტი" პ-800 მიყიდვა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს.
ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
"ეს ართულებს ვითარებას და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას ხელს არ შეუწყობს. ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულ მხარეს გავაცანით", - განაცხადა ლიბერმანმა.
მისივე თქმით, სირიისთვის რაკეტების მიყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საკითხები ისრალეის მხარემ რუსეთთან ყველა დონეზე განიხილა, თუმცა "ჩვენდა სამწუხაროდ ხელშეკრულება წინსვლას განიცდის და ეს ჩვენთვის პრობლემას წამოადგენს".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ რუსეთი სირიასთან 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას შეასრულებს და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიწვდის.