უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება, პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების 21 ივლისს ჩატარების შესახებ, ძალაში შევიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ გამართულ ინაუგურაციაზე დაიფიცა რომ უკრაინის პარლამენტს დაშლიდა. მისი გადაწყვეტილება ოფიციალურად 23 მაისს შევიდა ძალაში. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს საარჩევნო კამპანია იწყება.
22 მაისს, უკრაინის პარლამენტმა არ დაამტკიცა ახალი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და საარჩევნო ბარიერის შემცირებას 5-დან 3%-მდე. ზელენსკის წინადადების მისაღებად საჭირო იყო 226 დეპუტატის ხმა, თუმცა, მხოლოდ 92-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
21 ივლისის, უკრაინაში, რიგგარეშე არჩევნები კვლავ შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდება. პარტიული სიებით პარტიებს, კვლავ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.