ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტი ბესო ნავერიანი დაკავეს. რომელმაც ერთ-ერთი მოქალაქისაგან მისი ოჯახისათვის სახელმწიფო დახმარების მისაღებად და განაცხადის დადგენილი ფორმის მეშვეობით რეგისტრაციისათვის ქრთამის სახით აიღო 60 ლარი.
ამ დროისათვის, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.