ავღანეთში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
"ის, რომ ავღანეთში არჩევნები შედგა ეს უკვე მისასალმებელი ფაქტია, თუმცა სამწუხარომ მან მსხვერპლის გარეშე ვერ ჩაიარა და საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა ავღანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრო", - განაცხადა კალანდაძემ.
ამასთან, მისივე შეფასებით, ავღანეთში არჩევნების ჩატარება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის გზაზე.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში გუშინ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის დროსაც მომხდარ ტერაქტებს 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.