ტაჯიკეთში უცნობმა პირებმა სამხედროთა კოლონა დაცხრილეს. ინციდენტის შედეგად დაზარალებულია 40 სამხედროზე მეტი, მათ შორის ხუთი ოფიცერი. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი სააგენტო "აზია პლუსი" ავრცელებს. ოფიციალური წყაროები კი ავრცელებენ ინფორმაციას 24 გარდაცვლილის შესახებ.
"10-ზე მეტი დაჭრილი სატრანსპორტო ვერტმფრენით დუშანბეს სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. სამხედროთა კოლონაში სულ 75 სამხედრო იმყოფებოდა. კოლონა ხეობიდან გამოდიოდა მაშინ როდესაც მათი მიმართულებით ნაღმმტყორცნებითა და ყუმბარმტყორცნებიდან მასირებული ცეცხლი გაიხსნა. შემთხვევის ადგილზე ამჟამად ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს", _ იუწყება ტაჯიკური მედია.
მათივე ინფორმაციის, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს სამძიმრის წერილები უკვე გამოუგზავნა.
ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა დაავალა.