შაბათ-კვირის განმავლობაში, ინდოეთში, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ჯამში 63 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" ინდოეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე შტატი დაზარალდა. აღნიშნული შტატიდან მაშველებმა 5,000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. წყალდიდობის შედეგად პარალიზებულია რკინიგზა, დაბლოკილია საკომუნიკაციო კავშირები. სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა 3 დღის განმავლობაში შეწყდა.
სამაშველო სამსახურებში ჯარი და პოლიციაც მონაწილეობენ.
ცნობისათვის წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მიმდინარე წლის ივნისიდან მოყოლებული, ინდოეთში 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.