ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით ჩატარდა, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლის 40% მივიდა. შესაბამისი ოფიციალური განცხადება ავღანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას 400 ათასზე მეტი სამართალდამცველი იცავდა, ინციდენტები მაინც დაიფქირდა. 445 ძალადობის ფაქტის შედეგად, ჯამში არჩევნების დღეს 17 ადამიანი დაიღუპა.
ცნობისათვის, მოძრაობა "თალიბანი" მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა.
არჩევნების წინასწარი შედეგები 22 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო შედეგები სავარუდოდ 31 ოქტომბერს. შეგახსენებთ, რომ ავღანეთის პარლამენტის 249 მანდატისათვის კენჭს 2,500 კანდიდატი იყრის.