ოპელის მარკის ავტომანქანა ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გვერდზე მდგარ ავტომობილს დაეჯახა.
ინციდენტის შედეგად დაშავებული 62 წლის ომარ გობეჯიშვილს ფეხი მოსტყდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.