ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 23-დე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ამის შეახებ ინფორმაციას ერაყის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, სხვადსხვა უცხოური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ერაყის დედაქალაქში ორი აფეთქების ხმა თითქმის ერთდროულად გაისმა. პირველი აფეთქება მოხდა ბაღდადის დასავლეთით მდებარე ალ-ბუნუკის დასახლებაში, ხოლო მეორე დედაქალაქის დასავლეთით, მანსურის რაიონში. არსებული ინფორმაციით, ბაღდადში ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
მანსურში აფეთქება მობილულური ტელეფონის კომპანიასთან ახლოს მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე რესტორანი და სამართალდამცავების საგუშაგო პოსტი.