რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო დოქტრინა მიმდინარე წლის დასრულებამდე იქნება მიღებული. ეს განცხადება დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა.
"სამხედრო დოქტრინა წლის ბოლოსთვის იქნება მიღებული. ამჯამად მისი განხილვა მიმდინარეობს და ვფიქრობ წლის ბოლომდე ჩვენ მას მივიღებთ",_ განაცხადა მაკაროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გასცა განკარგულება 2009 წლის ბოლომდე სამხედრო რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის ახალი სამხედრო დოქტრინის შემუშავების შესახებ.