ჩეჩნეთში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი მილიციელი დაიჭრა. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ინციდენტი ჩეჩნეთში, ჩალინსკის რაიონთან მდებარე ტყეში მაშინ მოხდა, როდესაც მილიციის თანამშრომლები პატრულირებას ახორციელებდნენ.
მილიციონერები თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდნენ, რომელიც ტყის მასივში იყო დამონტაჟებული.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.