ჩილეში, მიწისქვეშ მოყოლილმა მაღაროელებმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. მაღაროელების მიერ გავრცელებულ 9 წუთიან ვიდეოში ჩანს, რომ მიწისქვეშ მოყოლილი ადამიანები დროშას მაღლა წევენ და ჩილეს ეროვნულ ჰიმნს მღერიან.
33 მაღაროელს შორის მხოლოდ ერთ - კარლოს მამანი არ არის ჩილელი, იგი ბოლივიის მოქალაქეა.
"მადლობა მინდა გადავუხადო ჩილეს პრეზიდენტს იმისათვის, რომ ასსეთ მძიმე მომენტში გვეხმარება. მადლობას ვუხდი ბოლივიის პრეზიდენტსაც ჩემი ოჯახის მიმართ გაწეული მზრუნველობისთვის", - ნათქვამია მამანის ვიდეო მიმართვაში.
ცნობისათვის, ჩილეს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მაღაროელების ამოყვანა სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში მოხდება. ჩილეს ოფიციალური პრების განცხადებით, მაღაროელები შობისთვის უკვე საკუთარ სახლებში უნდა იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ სანხოსეს მაღაროში ავარია 5 აგვისტოს დაფიქსირდა რის შემდეგადაც მოხდა მაღაროს ბლოკირება და მიწისქვეშ აღმოჩნდა 33 მარაროელი. დაზარალებულები მიწისქვეშ, დედამიწის ზედაპირიდან 700 მეტრით დაბლა იმყოფებიან. მათ საგანგებოდ გაჭრილი არხით საკვები, წყალი, თამბაქო, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები მიეწოდებათ.