ნოვოსიბირის მხარეში, სოფელ ჩიკში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივი საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხანძარი კერძოს საცხოვრებელ სახლში დილით გაჩნდა, სახანძრო სამსახურის მიერ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ სახლში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის სამი ბავშვია.