ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ერაყის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
ერაყის დედაქალაქში ორი აფეთქების ხმა თითქმის ერთდროულად გაისმა. პირველი აფეთქება მოხდა ბაღდადის დასავლეთით მდებარე ალ-ბუნუკის დასახლებაში, ხოლო მეორე დედაქალაქის დასავლეთით, მანსურის რაიონში.
მანსურში აფეთქება მობილულური ტელეფონის კომპანიასთან ახლოს მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია იყო თუ არა კომპანიის შენობა ტერორისტების სამიზნე.