მექსიკის სამხრეთით, გერეროს შტატში 8 პოლიციელი მოკლული იპოვეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
მექსიკელი სამართალდამცავების ცნობით, პოლიციელთა 9 კაციანმა ჯგუფმა 2 დღის წინ, 17 სექტემბერს მკვლელობის გამოძიება დაიწყეს, თუმცა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მათი ისინი გაიტაცეს.
პოლიციამ ჯგუფის მეცხრე წევრი ცოცხალი იპოვა, იგი თავშია დაჭრილი.
ცნობისათვის, მექსიკაში გერეროს შტატი ყველაზე კრიმინოგენურ ადგილად ითვლება. აღნიშნულ შტატში 2006 წლის შემდეგ, ნარკოდილერებს შორის საქმის გარჩევების შედეგად 28,000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ამასთან, გერეოროს შტატი მექსიკაში ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ყველაზე დიდი მწარმოებელია.