გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე და მისი მეგობარი, სპორტის მენეჯერი მიხაელ მრონცი დაქორწინდნენ.
ქორწინების ცერმონილაი ბონში ქალაქის ობერ-ბურგომისტრმა იურგენ ნიმჩმა ჩაატარა.
ცერემონიალს დაქორწინებულების ნათესავები და და ახლობლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს კითხვებზე თავისუფალი დემოკრატიული პარიის პრეს-მდივანმა, რომლის თავმჯდომარე გერმანიის საგარეო უწყების შეფია და თავად უწყებაში ერთი და იგივე პასუხი გასცეს: “საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაელ მრონცი აღნიშნულს თავიანდ პირად საქმედ მიიჩნევენ”, _ იტყობინება გერმანიის ნაციონალური სააგენტო DPA.
DPA -ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა პირველმა ახალდაქორწინებულებს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიულოცა.