უკრაინაში ზაპოროჟიეს ოლქში ხულიგნებმა ლენინის ძეგლი დაასახიჩრეს _ ბელადის სკულპტურას თავი მოაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ძეგლი ამ სოფელში ერთადერთი იყო. ბოროტმოქმედებს ამჟამად მილიცია ეძებს. ფაქტზე "ხულიგნობის" მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადგილობრივმა კომუნისტებმა უკვე განაცხადეს, რომ თავიანთი ბელადის ძეგლს აღადგენენ.