ავღანეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები მიმდინარეობს. თალიბების თავდასხმების მიუხედავად, მოხერხდა საარჩევნო უბნების გახსნა. თალიბებმა სარაკეტო დარტყმები მიიტანეს ქაბულზე, ჯალალბადზე და სხვა პროვინციებზე. მოგვიანებით კი ჯალალაბადის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბზე აფეთქება მოხდა.
იმის გამო, რომ თალიბებმა თავინთი ქმედებები ძირითადად საარჩევნო უბნების გახსნამდე განახორციელეს მსხვერპლი არ არის.
საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით მიმდინარეობს, რადგან ტალიბები არჩევნებში მონაწილეების მიმართ ტერაქტების მოწყობით დაიმუქრნენ.
საზოგადოებრივ წესრიგს ძალოვანი სტრუქტურის 280 ათასი წარმომადგენელი იცავს. არჩევნების ჩატარებაში ავღანეთის ხელისუფლების დახმარების შესახებ ნატოს სარდლობამაც განაცხდა. აღნიშნულის მიუხედავად, 5900 საარჩევნო უბნიდან 938 უბნის გახსნა სათანადო უსაფრთხოების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა.