დღეს, 18 სექტემბერს, კახეთს გერმანიის სახელმწიფო ტელევიზიების, რადიომაუწყებლობის, გაზეთების რედაქტორები და ჟურნალისტები ეწვევიან. შეხვედრა ქართული ღვინის ექსპორტისა და ბაზრის ძიების პერსპექტივებზე თელავში გაიმართება.
უცხოელი ჟურნალისტების 25-კაციანი შემადგენლობა საქართველოში 15 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის განვითარების ტენდენციების გერმანულ და ევროპულ მედიაში გაშუქებაა. ჟურნალისტები უკვე შეხვდნენ ქართველ დიპლომატებს, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. უცხოელი სტუმრები საქართველოში 25 სექტემბრამდე დარჩებიან.