დღეს, 18 სექტემბერს, თელავში ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება. ტურნირს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი გახსნიან.
ტურნირში 20 ქვეყნის ასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 ამერიკული დოლარია, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და ჩოგბურთის ფედერაციამ დააწესეს.
საპრიზო ფონდი პირველი და მეორე ადგილის მფლობელ სპორტსმენებს, ასევე პირველი და მეორე ადგილის მფლობელ წყვილ ჩოგბურთელებს გაუნაწილდება.
ჩოგბურთის მატჩები თელავის კორტებზე გაიმართება. ტურნირი 25 სექტემბერს დაიხურება.
პირველი საერთაშორისო ტურნირი თელავში 2007წლის სექტემბერში გაიმართა.