26 სექტემბერს აჭარაში მაჭახლობა აღინიშნება. ეს არის ტრადიციული სახალხო დღესასწაული, რომელიც იმართება მაჭახლის ხეობაში და მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტები.
დღესასწაული იწყება მაჭახელას თოფის მონუმენტიდან (მდ. მაჭახლისა და ჭოროხის შესართავში), გრძელდება სოფ. მაჭახლისპირში და მთავრდება სოფ. ზედა ჩხუტუნეთში.
დღესასწაულის სტუმრებს ასევე შეუძლიათ იხილონ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.