შრი-ლანკის აღმოსავლთში, ქალაქ ბატიკაოლეში, აფეთქების შედეგად მინიმუმ 60 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება პოლიციის შენობის ახლოს, იარაღის საწყობში მოხდა. დაინგრა იქვე მშენებარე რკინის კონსტრუქციაც. დაღუპულებს შორის პოლიციის თანამშრომლებიც არიან.
ამ ეტაპზე, გამოძიება ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.