ახალი ზელანდიისაკენ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქარიშხალი მიიწევს. შტორმული ფრონტის ფართობი დაახლოებით ავსტრალიის კონტინენტის ზომისაა. მოსალოდნელია, რომ სტიქია ახალ ზელანდიას უკვე დღეს დაარტყამს.
ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის სინოპტიკოსის ფილიფ დუნკანის თქმით, მოსალოდნელია, რომ სტიქიის ძირითადი დარტყმა მიადგება _ოკლენდს, ველინგტონს, ნელსონს, მალბოროსა და კენტერბერს. ქარის სიჩქარე ამ დროისათვის 130 კმ/სთ-ის. სტიქიას თან მოაქვს ქარიშხალი, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა.
სინოპტიკოსი ასევე აცხადებს, რომ ტორნადოს საკმარისი ძალა აქვს იმისათვის, რომ მოგლიჯოს სახურავები, ხეები და საშიში პირობები შექმნას ავტოსაგზაო მოძრაობისათვის.
იმ რაიონების საავარიო-სამაშველო სამსახურები, რომლებსაც სავარაუდოდ სტიქია დაარტყამს, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადაყვანილნი. ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე მიიღო გაფრთხილება დარჩნენ სახლში და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.