კრიმინალური სამყაროს "მეფედ" შერაცხული "დედ ჰასანი", ასლან უსოიანს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან გარკვეული კავშირები აქვს, ხოლო მოსკოვის მერთან იური ლუჟკოვთან დაახლოებული პირია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მოსკოვიდან აცნობეს.
იმავე წყაროს ცნობით, ასლან უსოიანი რომელიც ბოლო დროს თავს აფხაზეთს აფარებდა მოსკოვში სწორედ ლუჟკოვის თხოვნით ჩავიდა, რომელსაც არც თუ სახარბიელო პოლიტიკური დღეები უდგას.
"დედ ჰასანის" აფხაზეთში ცხოვრებისა და ხელშეუხებლობის გარანტიები კი სწორედ იური ლუჟკოვის სახელს უკავშირდება.
ასლან უსოიანზე თავდასხმა მოულოდნელი ფაქტი აღმოჩნდა. როგორც სააგენტოს აცნობეს, სავარძელშერყეული მერის და ჯერ კიდევ მისი მფარველის რუსეთის პრემიერ მინისტრის უშუალო დავალებით შემთხვევის ადგილას მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეინტენანტი ვლადიმერ კოლოკოლცევი მივიდა.
კოლოკოლცევმა ჟურნალისტების შეკითხვას, რითი იყო ასეთი მაღალი "ჩინის" უსოიანზე თავდასხმის ადგილას გამოჩენა, უპასუხა, რომ "ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია" და მას დროდადრო უწევს ასეთ შემთხვევის ადგილებზე გასვლა.
თუმცა, რუსული მედია კოლოკოლცევის "შემთხვევის ადგილას" გამოჩენას ზევიდან მიღებულ დავალებას უწოდებს.
"ეს იყო უშუალოდ ლუჟკოვის თხოვნა, უფრო სწორად მუდარა, რადგან მისი მოწვევით მოსკოვში ჩასულ უსიანზე განხორციელებულოი თავდასხმა კრიმინალური სამყაროსთვის და თავად უსოიანისთვის, რომელიც სასწაულებრივ გადარჩა, შესაძლოს ლუშკოვისთვის დასასრული გახდეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" წყარომ.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ლუჟკოვის თხოვნით, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ფავორიტად ითვლება, 2008 წლის 2 მაისს ასლან უსოიანმა მოიწვია "კრიმინალური სამყაროს" ლიდერთა შეკრება, სადაც განიხილეს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი თანხების კონტროლის მექანიზმი. რუსეთის სახელისუფლებო წრეებიდან კი სოჭის ოლიმპიადის ფინანსებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინი კურირებს.
რაც შეეხება "დედ ჰასანის" და ვლადიმერ პიტინუს კავშირებს "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, რომ ის საფუძველს პუტინის პეტერბუგში მოღვაწობიდან იღებს, როდესაც ასლან უსოიანმა მისგან გარკვეული მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.
უსოიანის "რეზიდენცია" მდებარეობს სანკტ-პეტერბურგში, საიდანაც ის მართავს თავის კლანის საქმიანობას, რომლის გავლენაც მთელ რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაზე ვრცელდება.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, უსოიანმა პუტინს მინიმალური პრობლემები შეუქმნა და მან სანდო პიროვნების იმიჯიც დაიმსახურა. სწორედ ამ სანდოობას უკავშირდება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი სახსრების კონტროლის საკითხის მისთვის ჩაბარება.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს, 20:00 საათისთვის მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდს "დედ ჰასანს" მოსკოვში ტვერის ქუჩაზე იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი თავის დაცვის წევრთან ერთად შვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შედიოდა.
რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია "დედ ჰასანის" და მისი დაცვის წევრის გარდაცვალების შესახებ. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე ცოცხალია და მათ ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია